ასტროლოგი ხათუნა ნოელი 2 ივლისსა (მზის დაბნელება) და 17 ივლისს (მთვარის დაბნელება) მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
"მეგობრებო, წინ საკმაოდ რთული პერიოდი გვაქვს გასავლელი. ე.წ. დაბნელებების დერეფანი.
2 ივლისი მზის დაბნელების დღეა. როცა ბუნებაში ასეთი მოვლენები ხდება, მზე და მთვარე შეერთებაში მოდიან, ანუ, ფაქტობრივად, ახალმთვარეობასთან გვაქვს საქმე, თუმცა, რაღა თქმა უნდა, კიდევ უფრო ძლიერი ზეგავლენის მქონესთან, ვიდრე ეს ჩვეულებრივი ახალი მთვარის დროსაა.
გარდა ამისა, ნებისმიერი დაბნელება ყოველთვის აქცენტირებულია მთვარის კარმული კვანძებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მოვლენებს აუცილებლად გააჩნიათ კარმული ხასიათი. ეს არის სიტუაცია, რომელიც გულისხმობს დრომოჭმულის დასრულებას ჩვენს ცხოვრებაში და ახლის დასაწყისს. ადამიანების უმეტესობა ბუნებით კონსერვატორია და, სამწუხაროდ, ხშირად შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ სიკეთეს. აშინებს სიახლეები, რადგან არ იცის, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ცვლილებებს. ხშირად ადამიანები ვერც ხვდებიან, რომ რაღაცებმა თავი ამოწურეს, რომ საჭიროა ძველის გაშვება და ახლის შენება. მაშინ სამყარო ამას ძალით აკეთებინებს. სწორედ ამიტომ არის დაბნელებები ასეთი ფატალური.
მზის, მთვარისა და აღმავალი კვანძის შეერთება კირჩხიბის 11°-ზე ოპოზიციაშია თხის რქაში მყოფი სატურნისა და დაღმავალი კვანძის შეერთებასთან. იმავდროულად, დაბნელების ღერძს ჰარმონიული აპექტები აქვს ნეპტუნთან. ასევე არის დადებითი ასპექტი ურანთანაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაბნელების ნეგატიური ენერგეტიკა შეიძლება განიმუხტოს სულიერების, ჰუმანურობისა და სიახლეების გზით, რადგან ნეპტუნი ჩვენი სულიერი და მორალური ფასეულობებია, ხოლო ურანი სწრაფ ცვლილებებს განაგებს ასტროლოგიაში. ანუ ახლა მხოლოდ ურანული, ანუ რეფორმისტული მიდგომა მოიტანს სასურველ შედეგებს.
ცვლილებები უნდა გატარდეს იმ თემებში, რაც ეხება კირჩხიბისა და თხის რქის თემატიკას. კირჩხიბი კი ასტროლოგიაში განკარგავს სამშობლოს, ეროვნულ ფასეულობებს, ტრადიციებს, ოჯახს. როგორც ვთქვით, ამას უპირისპირდება თხის რქაში დაღმავალ კვანძთან შეერთებული სატურნი. სატურნი კი არის ბიუროკრატია.
თუ გონიერება არ გვეყო და არ მოხდა სიტუაციის სწორი გზით განმუხტვა, მაშინ სერიოზული კარმული ვალების გასტუმრება გველის, რაც იოლი არასდროს არის ხოლმე.
ვის შეეხება უფრო ხაზგასმით ეს ამბები?
ვინაიდან დაბნელებები კირჩხიბისა და თხის რქის ღერძზე ხდება, ცხადია, ამ ნიშნების წარმომადგენლებს. აგრეთვე მოვლენების ორომტრიალში ჩათრეულები აღმოჩნდებიან სასწორები და ვერძებიც. მითუმეტეს, თუ ისინი თავის დროზე მთვარის ან მზის დაბნელებების ახლომახლო თარიღებზე არიან დაბადებულები.
ვინც დაიბადა 1-დან 3 ივლისის პერიოდში - მათ ეხებათ. ასევე 6-8 იანვრის ინტერვალში დაბადებული თუ ხართ, - თქვენც. შეეხება იმათაც, ვისაც პლანეტები ყავთ კირჩხიბის 10-დან 12 გრადუსის ჩათვლით, ან თხის რქის 16-18 გრადუსებზე. აქვე ვიტყვი - თხის რქაზე უფრო ნაკლებად იმუშავებს, ვიდრე კირჩხიბზე.
თუ არც კირჩხიბი ხართ, არც თხის რქა, და არც თქვენი ამქვეყნად მოვლენის ჟამს პლიუს-მინუს ერთი კვირის განმავლობაში დაბნელებებს ადგილი არ ჰქონია, არ შეგეხებათ".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე