"დღეს მთავარია პროპორიცულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და არანიარი საბაბით ამაზე უარი არ უნდა ითქვას, რათა ხელისუფლებას არ ჰქონდეს სათქმელი, რომ არ გინდათ, დარჩეს ისე, როგორც არის. სასურველია, რომ მიღწეული იქნას შეთანხმება და გავიდეს შეჯერებული ვარიანტი, რომელიც ორივესთვის იქნება მისაღები" - ასე ეხმიანება კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ხელისუფლებისა და ოპოზიციის განსხვავებულ პოზიციებს, რომელიც 2020 წელს პროპორციული სისტმითა და ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარებას ეხება.
"პარლამენტში შესულია ორი პროექტი და ორივე ეხება კონსტიტუციის ერთი და იგივე პუნქტში ცვლილების შეტანას. ერთი პროექტი წარდეგნილი არის 4 პარტიის მიერ, მეორე კი "ოცნების" მიერ. ორივეში წერია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით.
ოპოზიციის პროექტი ითვალისწინებს 3%-იან ბარიერს და საარჩევნო ბლოკებს. რა თქმა უნდა, ორივე მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ შედარებით მეორეხარისხოვანი, რადგან დღეს მთავარი არის რომ ქვეყანა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტმაზე და არანაირი საბაბით ამაზე უარი არ უნდა ითქვას, რათა ხელისუფლებას არ დარჩეს სათქმელი, არ გინდათ, დარჩეს ისე, როგორც არის. თუცმა ოპოზიცია უნდა შეეცადოს დაარწმუნოს ხელისუფლება, რომ 2020 წლის არჩევნებში კვლავ იყოს შესაძლებლობა ბლოკებით გამოსვლის და წმინდა პარტიულ სისტმაზე გადავიდეთ 2024 წელს. ასევე საარჩევნო ზღურბლთან დაკავშირებით, რომ ბუნებრივი ზღვარის შემთხვევაში პარლამენტი იყოს ჭრელი. დიდი ალბათობით გაჭირდება უმრავლესობის შექმნა, მთავრობის დამტკიცება და შეიძლება მივიღოთ არასტაბილური პოლიტიკური ვითარება. 3%-იანი ბარიერი კი იძლევა იმის გარანტიას, რომ 5-8 პოლიტიკური სუბიექტი აღმოჩნდეს პარლამენტში. იქნება საარჩევნო ბლოკებიც და პარლამენტის სიჭრელის ხარისხი არ იქნება მაღალი. არც უმრავლესობის შექმნაც იქნება პრობლემა.
სასურველია, რომ ორივე წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მიღებული იქნას შეთანხმება და გავიდეს ისეთი შეჯერებული ვარიანტი, რომელიც ორივესთვის იქნება მისაღები. თუ ვერ მოხდა შეჯერება, პარლამენტმა ორივე პროექტი უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს. დიდი ალბათობით, "ოცნება" ამ პროექტს მხარს არ დაუჭერს და ჩავარდება. მაშინ ოპოზიციამ მხარი უნდა დაუჭიროს "ოცნების" პროექტს, იმიტომ რომ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს დამკვიდრდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა. თანაც ეს არის ერთჯერადი პროექტი, მხოლოდ 2020 წლის არჩევნებში. 2024 წლის არჩევნებ იქნება პროპორიცული სისტემით და 5%-იანი ბარიერით.
ორივე პროექტი, ალბათ საშემოდგომო სესიაზე სამივე მოსმენით იქნება მისაღები, მაგრამ აქ აუცილებელი პირობაა, რომ 113 დეპუტატმა დაუჭიროს მხარი. სხვაგვარად, ეს ცვლილება ვერ შევა კონსტიტუციაში," - აცხადებს "რეზონანსთან" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე.