20 ივნისის „გავრილოვის ღამის" შემდეგ პარტია „კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი პოლიტიკურ ვაჭრობაზე ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად საუბრობს, თანაც „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ მიუთითებს.
„ევროებს ეს ჩერგოლეიშვილი დამოკლეს მახვილივით ჰყავთ! ეს კარგი და ლამაზი ახალგაზრდები ამდენს შრომობენ, მართლა გულწრფელად და ... მღვრიე წყალში "თევზის ჭერით" დაკავებულ ზოგიერთ, მანიაკურად "გაერთიანების" მოწინააღმდეგეს - ანუ სულ ცოტა, ერთი მილიონი კაცის მოწინააღმდეგეს, ადგილი უნდა მიუჩინოთ, რომ ერთმა "დამაქცევარმა პოლიტიკურმა მოვაჭრემ", ორმოცდაათიათასი კაცი სახლში არ გაუშვას.
„ახალგაზრდები მაგრები ხართ, მართლა მაგრები! ვყვირი ხმის ჩახლეჩამდე, ეს დღეებია, რომ "ძალა ერთობაშია"- ერთობაში! პოლიტიკოსების ჩართვა ყოველთვის აუცილებელია, იმაში მეც გეთანხმებით, რომ ნორმალური და მოაზროვნენი უნდა ჩაერთონ, ასეთებიც არიან! კარგები - იმისტები, კარგები - ამისტები, მოაზროვნენი, სულ 3 ნახევარი მილიონი ვართ! რა ვქნათ, რა ჰქნას ხალხმა მეტი?! რა დროს სასაცილო "სელექციაა"?! ამხელა მუხტი, ყველას შრომა, ჩვენი შრომა, ახალგაზრდების თავდადებული შრომა "ჩერგოლეიშვილის ხლართებს" როგორ უნდა გაანადგურებინო
„კანონებს "თვალებისდამთხრელების გამპრავებელი" პარლამენტი კი არ უნდა გვთავაზობდეს - ისევ დამკვეთის როლში ოლიგარქი კი არ უნდა იყოს?!... გაერთიანებულ ოპოზიციას, გაერთიანებულ საქართველოს გაუმარჯოს! ევროებზე გაყიდული პოლიტიკოსების გარეშე! პოზიცია უცვლელია! ძალა ერთობაშია!" - დაწერა ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში.
ჩარკვიანის ბრალდებებს ჩერგოლეიშვილი ასევე „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა:
„აჰა, პროპორციული სისტემა სხვა რა უნდა იყოს, თუ არა მუხტის განადგურების შედეგი! დიდი პატივია ჩემთვის ამის დაბრალება!
მაგრამ, ნიშანდობლივია, რომ სააკაშვილმა ჯერჯერობით მხოლოდ ამის და რამდენიმე ტუპიაკის აკივლება მოახერხა, სხვები ხვდებიან, რომ თავშეკავება ჯობია ამ ეტაპზე", - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, პოსტის კომენტარებში სოციალურ ქსელის მომხმარებლების საპასუხოდ კი დასძენს: "კარგ რაღაცას მაბრალებს, თავს კი ვგრძნობ უხერხულად - მაგრამ...
"მიშა ავალებს, რომ მოსყიდული გვიძახოს - სხვა ჯერ ვერ აიყოლია. პროპორციული არ აწყობს იმას და ტალახის სროლა უნდა, შედარებით გონიერები ხვდებიან რომ ამის გაკეთება საკუთარ ფეხებში ცელია, ეს მაგდენს ვერ ხვდება და აპამპულავებს." - "თვითონ არ აწყობს პროპორციული - ცენტრის ფუნქციას კარგავს და გიჟდება. დემოკრატიას რომ აწყობს, ეგ მაგრად კიდია. მიშა გადამეკიდა. ეს უბრალოდ სულელია," - წერს ჩერგოლეიშვილი.