რეზონანსი
03.07.2019

 (რეზონანსი) ყაზბეგის რაიონში, სოფელ გერგეთთან ისრაელის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ნიუპოსტი ავრცელებს. დაღუპული ყოფილი სამხედროა, რომელიც საქართველოში გიდად მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სამძებრო სამუშაო პირველ ივლისს, 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, ისრაელის მოქალაქე ხევში გადავარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×