რეზონანსი
03.07.2019

 (რეზონანსი) სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"საკუთრების უფლება არსებობს მხოლოდ შეზღუდულ რესურსზე;

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ აგურზე, მაგრამ არა აგურის დიზაინზე ან აგურებისგან შექმნილ დიზაინზე;

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრების უფლება კონკრეტულ წიგნზე, მაგრამ არა წიგნში არსებულ ასოებისა და/ან სიტყვების კომბინაციაზე;

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ ნოტების ფურცელზე, მაგრამ არა იმ ფურცელზე არსებულ ნოტების კომბინაციაზე;

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ მოლეკულებზე, მაგრამ არა მოლეკულების კონკრეტულ კომბინაციაზე;

ე.წ. „ინტელექტუალური საკუთრების“ ფორმა რომელიც სახელმწიფოს/პოლიციის ძალით იცავს ასოების, ნოტების და ა.შ. კომბინაციებს, სინამდვილეში წინააღმდეგობაში მოდის საკუთრების რეალურ უფლებასთან და არის მავნებლობა;

ჩარკვიანის მუსიკა ჩემიცაა, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია;

და ენითაუწერლად მკიდია რას ფიქრობს ამ საკითხზე საქპატენტი ან საავტორო უფლებების რაღაც ფედერაცია თუ კონსორციუმი" - წერს ზურა ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×