რეზონანსი
03.07.2019

 (რეზონანსი) დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. რუსი დეპუტატის მასპინძელმა 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას და სპეცრაზმელებს დააკისრა.

„რომ არ ყოფილიყო ოპოზიციის მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და საქართველოს წარმატების გადაზრდა საქართველოს პრობლემაში, საქართველოს წარმატების გადაზრდა საქართველოს პრობლემაში ნიშნავდა იმ მოწოდებებს, რაც გაკეთდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებების სახით, ისე არავინ დაზარალდებოდა. ასე, რომ სრულად პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე ეკისრება უპასუხისმგებლო ოპოზიციას, რომელმაც უბიძგა მოქალაქეებს იმ ძალადობისკენ, რა ძალადობაც ჩვენ ვიხილეთ მთელი საათების განმავლობაში. ასე, რომ პასუხისმგებლობა პოლიციის რეაქციაზე თავიდან ბოლომდე აქვს ინსპირატორებს, ვინც გაუკეთა ინსპირირება ამ ძალადობას. გამოდის წინა პლანზე არა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, არამედ პოლიციელების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომელი იქცეოდა პროპორციული ძალის გამოყენების ფარგლებში და რომელი გასცდა პროპორციული ძალის ფარგლებს. სახელმწიფო პირნათელია თავის მოქალაქეებთან, ცალკეული გადაცდომები იყო და ამაზე არავინ მალავს," - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×