რეზონანსი
03.07.2019

 (რეზონანსი) სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა დაიცავი საქართველოს ყოფილი ლიდერი კახა მიქაია ფეისბუქზე გუბაზ სანიკიძეს მიმართავს და წერს :

ციკლიდან: ,,დემოკრატია გინდებლარიენ?!"

გუბაზ სანიკიძე:

,,იკვეთება ერთი სურათი, რომ ქართველი ხალხის ნახევარს ეშინია ივანიშვილის და ნახევარს ეშინია მიხეილ სააკაშვილის, ეს არის ფაქტი. გამოსავალს ვხედავ ერთ რამეში, რადგან ეს ორი კაცი არის ასეთი პრობლემური თითო-თითო ნახევრისთვის, თანაბარ პირობებში უნდა ჩავაყენოთ ეს ორი ადამიანი. მიხეილ სააკაშვილი არ არის ქვეყანაში და მისი ჩამოსვლა არის პრობლემური, მაშინ, თანაბარ პირობებში რომ ჩავაყენოთ ეს ორი კაცი, ბიძინა ივანიშვილმა უნდა დატოვოს ქვეყანა."

მართალი ხარ, გუბაზ!

თუ დემოკრატიაა და თანასწორობა, ბიძინამ აუცილებლად უნდა დატოვოს საქართველო! მაგრამ შენ რითი ხარ ან მიშაზე, ან ბიძინაზე ნაკლები?!

ამიტომ, ჩემო გუბაზ, დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის შენც ადექი, გაიხსენე ძველი დრო, ჩაკიდე ხელი კაკო ასათიანს და გოგია ხოშტარიას და ქობულეთში წადი ,,დასასვენებლად!!!"

მიდი ახლა, იჩქარე, თვარა, გაგასწრო ბიძინამ !!

P.S. ცნობისთვის, 91-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების დროს, იმ საბედისწერო დღეებში, როცა საქართველოს პირველი პრეზიდენტი კანონიერ ხელისუფლებასთან ერთად რუსთაველის გამზირზე პუტჩისტების შემოტევებს იგერიებდა, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი თავის გუნდთან (ტრადიციონალისტთა კავშირი) ერთად, ქობულეთში გაემგზავრა ,,დასასვენებლად"...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×