(რეზონანსი) რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ავიარეისების გაუქმებამდე ერთი კვირით ადრე, თბილისში რუსეთის ოპოზიციური პარტია „იაბლოკოს" დელეგაცია ჩამოვიდა.
როგორც პარტიის ოფიციალურ გვერდზე წერია, ისინი შეხვდებიან რიგ ქართველ პოლიტიკოსებს და სოციალური სამსახურების წარმომადგენლებს.
„როდესაც დღეს სახელმწიფოსთან დაახლოებული მედიის ირგვლივ საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაციაა, ჩვენ გადავწყვიტეთ ყველაფერი საკუთარი თვალით გვენახა", - აღნიშნავს პარტია „იაბლოკოს" თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ გნეზდილოვი.
„ჩვენი გამომგზავრება - მშვიდობისა და კეთილმეზობლობის ვიზიტია, ასევე პატივისცემაა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიმართ", - აღნიშნავენ ოპოზიციურ პარტიაში.
ცნობისთვის, პარტია „იაბლოკოს" წევრი 2000-დან 2007 წლამდე რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი იყო, თუმცა რადიკალურ ნაციონალისტური შეხედულებების გამო ის პარტიიდან გააძევეს.