რეზონანსი
03.07.2019

 (რეზონანსი) საფრთხეები ჯერ არ არსებობს, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ისმის ისეთი მოწოდებები, როგორიც მაგალითად, ისმოდა თქვენი დეპუტატის ბობაშვილის (აკაკი ბობოხიძე) მხრიდან, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველოსთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

გრიგორი კარასინმა თავდაპირველად აკაკი ბობოხიძის გვარი ვერ გაიხსენა და იგი ბობაშვილად მოიხსენია.

მისივე თქმით, ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება ისმის, სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მისი მოქალაქეები არ დაზარალდნენ.

„რაც შეეხება შეზღუდვების ვადას, ეს ყველაფერზეა დამოკიდებული, ჩვენ კონკრეტულ პირობებს არასოდეს ვაყენებთ. თუ სიტუაცია ნორმალიზდება, თუ ყველაფერი პროგნოზირებადი იქნება, რბილად და ინტელიგენტურად, მაშინ ყველაფერი გაირკვევა. რას ნიშნავს ინტელიგენტურად? - შევხედოთ ეს შემოქმედებითი საკითხია", - განაცხადა გრიგორი კარასინმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×