(რეზონანსი) 20 ივნისს აქციისას დაშავებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამო გაწყვეტილი კონტრაქტი - მორაგბე საბა ილურიძე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი ეს ჟესტი რუსეთში შეურაცხყოფად მიიღეს და გუნდიდან სწორედ ამიტომ გარიცხეს.
"როცა სპორტსმენს პოლიტიკური ნიშნით რაიმე უზღუდავენ ან პრობლემას უქმნიან ძალიან ცუდია. ანალოგიურად, სპორტსმენი როცა ხარ, არ უნდა არიო სპორტი და პოლიტიკა. სოლიდარობა გამოვუცხადე საქართველოში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულ ხალხს, მათ ეს ჟესტი მიიღეს შეურაცხყოფად და მიიღეს გადაწყვეტილება ჩვენი გუნდიდან გაშვების. გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა, არ ვნანობ და მზად ვარ ჩემს ქვეყანაში დასაბრუნებლად,"-ამბობს საბა ილურიძე "კურიერთან".
ცნობისთვის, რუსეთის ჩემპიონატში მოასპარეზე "სლავამ" რეზი ბროძელს და საბა ილურიძეს კონტრაქტი გაუწყვიტა.
მიზეზი კი ლელოს ის აღნიშვნა გახდა, სადაც ქართველმა მორაგბეებმა თვალზე ხელის აფარებით გამოხატეს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.