რეზონანსი
03.07.2019

 რუსთაველზე აქციის მონაწილე , რომელიც შიმშილობს და კარავი აქვს გაშლილი, მის კარავთან წარწერას აქვეყნებს, სადაც ის მოქალაქეებს მიმართავს თხოვნით, რომ მისი კარვის წინ ნუ შეჭამენ შაურმას. 

„ძალიან გთხოვთ ჩემი კარვის ღია ნაწილის წინ 2 მეტრის რადიუსით მაინც ნუ ჭამთ გლდანის 12 ლარიან შაურმას. მე არ მიჭამია და მაგიტო.“ - წერს ვახო

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან და შეკვეთილში აქციების რამდენიმე მონაწილე შიმშილობს.

პროცესები 20 ივნისს ღამით დაიწყო, როცა პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით დაშლა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×