რეზონანსი
04.07.2019

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ არავითარი ალტერნატივა არ გვაქვს: ეს ერთადერთი ფორმატია, რომელშიც ვხვდებით საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. სხვა ფორმატი არ არსებობს. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსიები - სამხრეთ კავკასიაში ნევროზულობის და ნეგატივის დაგროვების საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა“, - განაცხადა კარასინმა.

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×