ია აბულაშვილი
04.07.2019

 "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია ბარამიძემ და პარტია "გამარჯვებული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი ოქრუაშვილმა უარი განაცხდეს შინაგან საქმეთა სამინისტოში გამოკითხვაზე მისვლაზე. ამის გამო შსს-მ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა, რასაც ითხოვენ ოპოზიციის ლიდერები.

ცნობისთვის, 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება სს კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. ბრალი "ნაციონალური მოძრაბის" დეპუტატს ნიკა მელიას უკვე აქვს წარდგენილი. ამჟამად მას აღკვეთი ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენებით გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტეტსებს ოპოზიცია და სასამართლოს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უგულავა, ოქრუაშვილი და ბარამიძე სასამართოლში მისვლაზე, უცნობია. ოქრუაშვილი ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფება და დისტანციურ გაიმოკითხვაზეა თანახმა. უგულავა კი კოლეგებთან ერთად მივლინებით გერმანიაში მიემგზავრება.

პოლიტოლოგ რამაზ საყარალიძის თქმით, სამართალდამცავ ორგანოებში ამ ადამიანების მისვლა-არმისვლის საკითხი მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი კანონს პატივს არ სცემენ და მათთვის კანონი მიუღებელია.

"ეს ისეთი ბრალდებაა, რომ თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული იპოვონ სიმართლე. ევროპული სტანდარტები ირღვევაო აპროტესტებენ და თვითონ არღვევენ ევროპულ სტანდარტებს, რაც კანონის პატივისცემას და უზენაესობას ითვალისწინებს. კანონი უნდათ დაამკვიდრონ ქვეყანაში და თვითონ კანონს ანგარიშს არ უწევენ, ეს არის გაუგებარი და სამწუხაროა. ან სხვა მიზეზია, და დიდი ალბათობით უკავშირდება დროის გაჭიანურებას და პროცესის შეყოვნებას. ვიცით, რომ 18 ივნისს "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვტილება გახდება ცნობილი. თუ მათთვის სასამოვნო გასგები არ იქნება, პროტესტი ახლა "რუსთავი 2"-ის თემაზე ააწყონ" - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

უფლებადამცველი ლია მცხაშავრია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯებით ცდილობს საპროტეტსო მუხტი ჩააქროს.

"სამართლებრივი კუთხით, მათ აქვთ უფლება, რომ მოითხოვონ გამოკითხვა მოხდეს სასამართლოში, მაგრამ თუ საერთოდ უარს იტყოდნენ, პროკურატურას ჰქონდა უფლება იძულებით მათი მიყვანა პროკურატურაში. საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ ეს ხალხი ჩვენ გვიწერს კანონებს და თვითონ არღვევენ. ამ სამიდან ორი დღესაც მოქმედი პარლამენტარია, ერთი ყოფილი იუსტიციის და შს მინისტრი, ყოფილი გენერალური პროკურორი. რა საშიშია შსს-ში ან პროკურატურაში მისვლა?

აუტანელი გახდა მშიშარა კაცების ყურება, რას პოზიორობენ. თუ იციან, რომ დაიჭერენ, ამას ვერ აცდებიან. რაც არ უნდა თავი იმართლოს ადამიანმა ოჯახში, სასამართლოში თუ საზოგადოებაში, თვთონ ხომ გულის სიღრმეში იცის, არის თუ არა დამნაშავე? მაგრამ, ეტყობა უგულავას, ოქრუაშვილს და ბარამიძეს გმირებად უნდა იქცნენ. ხომ, ვნახეთ "რუსთავი 2"-ის მიერ გადაღებული კადრები, როგორ ემშვიდობება ნიკა მელია ოჯახს, როგორ ჩამოდის კიბეებზე, როგორც შედის სასამართლოში და ა.შ.

ხელისუფლების ამ ქმედებასაც რა ჰქვია? მე-15 დღეს რომ შემიტანეს ეს საკითხი. დანაშაული თუ ჰქონდათ ჩადენილი პირველივე საათებში რატომ არ დააკავეს, ან სახლში არ მიაკითხეს. ახლა ალბათ უნდათ, რომ ესენი შეშინდნენ და გაააჩუმონ, უთხრან ძალიან ცხელა, პაპანაქებაა და ცოტახნით წადით და დაისვენეთო. ამასობაში ფიქრობენ, რომ აქციებიც ჩაცხრება.

7 ნოემბერს გენერალური პროკურაორი ნიკა გვარამიაც გამოვიდა საჯაროდ და თქვა, აქციის მონაწილეები სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ და ყველამ პასუხი უნდა აგოსო, მერე ხომ არ შესრულდა... საქმე ისაა, რომ ყველამ კარგად ვიცით, ვინ აყრის პილპილს ამ სიტუაციას. ივანიშვილს უნდა ვადამდელი არჩევნები, ამით შეინარჩუნებს ხელისუფლებასაც და პარლამენტშიც შევა სააკაშვილის "ნაციონალები", "ევროპული საქარველო" და კიდევ ერთი-ორი პარტია. ასეთი სცენარები ბევრჯერ გვინახავს და გამოცდაში აღარ ჩავიჭრებით. ისე, ნურავის ჰგონია, რომ ასეთი მეთოდებით აქციები ჩაწყნარდება" - განაცხადა "რეზონანსთან" ლია მუხაშავრიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×