თამთა ჩაჩანიძე
05.07.2019

 ცნობილი რუსი პრანკერი ალექსეი სტოლიაროვი იგივე „ლექსუსი", რომელიც ღია პრო-პუტინური პოზიციითაა ცნობილი, თბილისში იმყოფება. მან უკვე გაავრცელა რამდენიმე ფოტო და ვიდეო სოცქსელებში. ერთ-ერთ ფოტოზე ის რუსთაველზე ანტი-საოკუპაციო მიტინგის წინ პოზირებს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია RT-ის მაისურითა და კეპით.

ერთ ვიდეოზე ის სელფს აქციის ფონზე იღებს, სხვა ვიდეოზე კი ტავისუფლების მოედანზე ქუჩის მუსიკოსების გამოსვლა აქვს ჩაწერილი.

სულ ბოლო ფოტოზე აღბეჭდილია, არც მეტი არც ნაკლები, აჭარული ხაჭაპური მსხვილი პლანით.

ლექსუსმა ქართულ პუბლიკას თავი იმით დაამახსოვრა, რაც 2017 წელს მაშინდელი შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო. დაურეკა, წარმოუდგა როგორც უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი და სააკაშვილის ექსტრადიციაზე ესაუბრა. მღეებრიშვილმა ამ საუბრისას კატეგორიული უარი თქვა სააკაშვილის მიღებაზე, რაც მერე დიდხანს იყო სალაპარაკო.

„ლექსუსმა" ასეთივე პრანკები ჩაუტარა ბევრ იმ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, რომლებიც კრემლისთვის და პუტინისთვის მიუღებელია, მათ რიცხვში შედიან: უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ამერიკის სენატორი, აწ გარდაცვლილი ჯონ მაკკეინი, ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი, უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ცნობილი მომღერალი ელტონ ჯონი და ა.შ.

ლექსუს ფოტო თავის ტვიტერზე RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა გააზიარა. კომენტებში, სადაც, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, უმრავლესობა ლექსუსს აგინებდა, ერთ-ერთი ყველაზე "ტოპ კომენტი" ასე ჟღერს: „ძვირფასო ქართველებო, გთხოვთ მიუნგრიოთ სიფათი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×