"თუ არა იქნება ობიქტურად გამოძიებული და არ იქნება წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომელსაც დაიჯერებს საზოგადოება, ან გამიოძიება გაჭიანურდება, ეს კიდევ ერთი დიდი დარტყმა იქნება ხელისუფლებისთვის"- ასე ეხმაურება ექსპერტი პეტრე მამარაძე პროკურატურის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასთან ერთად ამბოხების მუხლით გამოძიების დაწყებას.
"ხელისუფლების სისუსტე არის ის, რომ ხალხის ნდობა არის ძალიან დაბალი, იწყებს საქმეს და არ ამთავრებს. ამ წლების მანძილზე ასეთი უამრავი შემთხვევა იყო - აღძრავდნენ საქმეს და მერე მიაგდებდნენ.
"რაც შეეხება ამ მოვლენებს, რომელიც განვითარდა პარლამენტის წინ 20-21 ივნისს, პირდაპირი ეთერიდან ჩანდა მოწოდებებიც და საუბრებიც გეგმებთან დაკავშირებით, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას რომ იყო მცდელობა. თუ შეაღწევდნენ, გაიმეორებდნენ "ვარდების რევოლუციის" სცენარს.
"მაგრამ, ამასთანავე ჩნდება სკეპტიკური კითხვები, როგორც საზოგადოებაში ასევე ჩემში, შეძლებს კი ხელისუფლება უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომელსაც დაიჯერებს საზოგადოება.
"იქნება ობიექტური გამოძიება და კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც სჩადიოდა უაზროდ გადამეტებულ ძალადობას, განურჩევლად ჩინისა.
"ასევე მაქვს კითხვა - რატომ არ იმოქმედა პოლიციამ და რას ელოდებოდა ორი საათის განმავლობაში, როცა ადგილი ჰქონდა პროტესტანთა მხრიდან მათთვის ფარების, ხელკეტების წართმევას, შეურაცხყობას, ძალადობას? სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში მსგავსი ქმედებების გამო პოლიცია უმალ საკადრის სპასუხს გასცემდა.
"სააკაშვილის დროს არ გახსოვთ, პოლიციელზე ოდნავ ხელისკვრაზე 5 წელი იყო და ციხეში აგდებდნენ?
"რაც შეეხება ოპოზიციის ლიდერების დაბარებას გამოკითხვაზე სამართლადმაცავ ორაგნოებში, ვნახოთ როგორ განვთარდება მოვლენები, ის, რომ ზოგიერთი დღეს საქართველოში არ იმყოფება,
"გამოკითხვის პროცესში კანონი არ კრძალვს რომ გავიდნენ ქვეყნიდან. თუ ხელისუფლება კვლავ მორიგ შეცდომას არ დაუშვებს, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, არც გახარია გადაგება და პროცესი შეიძლება ისე ჩაცხრეს, რომ პოლიტიკურად საზიანო აღმოჩნდეს "ნაციონალური მოძრაობისთვის", თუმცა, მე ამის არ მჯერა"- განაცხადა "რეზონანსთან" პეტრე მამრაძემ.