რეზონანსი
07.07.2019

 (რეზონანსი) სირიაში რუსული ავიაიერიშების შედეგად, ბოლო ორ თვეში 544 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 2000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერსის" ცნობით, უფლებადამცველები აცხადებენ.

რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში იერიშები 26 აპრილს დაიწყეს, ისინი სირიის არმიას იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან. უფლებადამცველების თქმით, დაღუპულთა შორის 130 ბავშვია.

„რუსული სამხედრო ტექნიკა და მისი მოკავშირე სირიის არმია განზრახ იღებენ სამიზნეში მშვიდობიან მოქალაქეებს, ასევე, ბომბავენ სამედიცინო დაწესებულებებს", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის ქსელის ხელმძღვანელმა.

თავად რუსული მხარე და სირიის არმია აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×