რეზონანსი
07.07.2019

 (რეზონანსი) ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში 8 ივლისს დაგეგმილი „ღირსების მარშის“ შესახებ წერს:

„ერთი მხრივ გასაგებია, რატომ არ სახელდება ღონისძიების ადგილი და დრო. მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლებას ამით ხელში უგდებენ პირდაპირ ინსტრუმენტს, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტი და პრაიდი ერთმანეთში აზილოს. უკვე ისმის მოწოდებები, რომ პრაიდის მოწინააღმდეგეებმა გაავსონ რუსთაველი. ეს არის ძალიან ბინძური თამაში, რომელშიც ნებსით თუ უნებლიედ პრაიდის ორგანიზატორებიც მონაწილეობენ. თუ ეს ასე არ არის, დაასახელონ დრო და ადგილი. ის მაინც თქვან, რომ ეს რუსთაველზე არ მოხდება“, - წერს ხუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×