რეზონანსი
07.07.2019

 (რეზონანსი) რუსული მედიის ცნობით, ჯგუფმა "ა სტუდიომ" საქართველოს ბოიკოტი გამოუცხადა და ბათუმში დაგეგმილი კონცერტიც ამ მიზეზით ჩაიშალა. 

"ასტუდიოს" დირექტორი ევგენი სელეზნევი "რია ნოვოსტთან" საუბარში აცხადებს, რომ კონცერტი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

"ბათუმში დაგეგმილი კონცერტი, გაურკვეველი ვადით გადაიდო, მანამდე სანამ ქვეყანაში არ მოხდება სიტუაციის ნორმალიზება" - განაცხადა სელეზნევმა. 

კონცერტი ბათუმში კლუბ UP2U-ში იყო დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის მხარდამჭერმა, რუსულმა ჯგუფმა კონცერტი საკუთარი ინიციატივით გადადო და ქართველ ორგანიზატორებს იმ თანხის ნაწილსაც არ უბრუნებენ, რომელიც მათ წინასწარ გადაურიცხეს. 

წყარო: რეიტინგი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×