"ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, გიორგი გაბუნიას მონოლოგის ირგვლივ გასაგებია აღშფოთება.
"მარაზმი იყო, რაც გაბუნიამ ჩაიდინა და სრულიად გასაგები და სამართლიანია აღშფოთება, მაგრამ ისიც არანაკლებ შემაშფოთებელია, ყოველი ასეთი ეპატაჟური გამოხტომა არარაციონალურ სუმბურულ გრძნობებს და შეფასებებს რომ აშლის ხოლმე ფბ-ზე. მაგალითად, "რუსთავი 2" რუსეთიდან ფინანსდება; არიქა, პუტინი დაგვბომბავს; ნიადაგს უმზადებენ რუსეთის აგრესიას; "რუსთავი 2-ს" ბიძინა აფინანსებს და ა.შ.
აღარაფერს ვამბობ ხელისუფლების არაადეკვატურ შეფასებებზე, რომ „დაუშვებელია რეაგირების გარეშე დატოვონ“ ასეთი გამოხტომები. ხვალ უკეთესი და, იმედია, უფრო ღირსეული დღე გვექნება ყველას ერთად“, - წერს სერგი კაპანაძე.