რეზონანსი
08.07.2019

 ტელეკომპანია „რუსთავი-2-ის ოფისთან ამ წუთებში გიორგი გაბუნიას გამონათქვამების გასაპროტესტებლად აქცია იმართება.  ადგილზე რამდენიმე ათეული აქტივისტია შეკრებილი. ისინი აცხადებენ, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ან გაერთიანებას არ წარმოადგენენ და სპონტანურად შეიკრიბნენ. ჟღერდება რამდენიმე მოთხვონ და ისმის მოწოდებები: "გიორგი გაბუნია სასწრაფოდ გაათავისუფლონ სამსახურიდან"; "დაიხუროს "რუსთავი 2"; "პასუხი აგოს ნიკა გვარამიამ" და სხვა. 

აქციის მონაწილეები ჟურნალისტის გამონათქვამებს ანტისახელმწიფოებრივად აფასებენ, და ამბობენ, რომ მსგავსი ნაბიჯები ქვეყანას დარტყმის ქვეშ აყენებს.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×