რეზონანსი
08.07.2019

 (რეზონანსი) გაბუნია არ არის იმ მიმართვის ტექსტის დამწერი. ტექსტი დაწერა სააკაშვილმა და გაასწორა გრიგოლ ვაშაძემ (ან პირიქით). გაბუნიამ უაქცენტოდ წაიკითხა ის, რაც სურდა სააკაშვილს! რა თქმა უნდა, გვარამიასთან შეთანხმებით!” – ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

“გაბუნიას სამართლებრივად დასჯის საკითხი ვერ დადგება. სხვა თემაა მორალური მხარე და საზოგადოებას ვერავინ აუკრძალავს დამოკიდებულების გამოხატვას.

მათ შორის ხელისუფლების პირველ პირებს და პოლიტიკოსებს სრული უფლება აქვთ, ღიად გამოთქვან აზრი ამ სამარცხვინო მიმართვის შესახებ.

ხელისუფლების წარმომადგენელთა რეაქციებიდან ერთადერთ უხერხულობას ქმნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, რაც აშკარად გადაჭარბებული თავგამოდება იყო, “ – წერს მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×