(რეზონანსი) უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს არხი "პრიმოი" გინების ფლეშმობს მოაწყობს. ფლეშმობი გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერი იქნება. ამის ინფორმაციას უკრაინული მედიასაშუალება- strana.ua ავრცელებს.
ფლეშმოფი ოთხშაბათს, 10 ივლისს მოეწყობა. დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტსკიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რის გამოც "რუსთავი2"-ის წინ აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა.
გიორგი გაბუნიას გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და „ქართული ოცნების" დეპუტატებმა.