რეზონანსი
08.07.2019

 (რეზონანსი) „სტანდარტულად „ვწუხვარ", არ გამოვა. საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს ოფიციალურ დონეზე", - ასე გამოეხმაურა გიორგი გაბუნიას სკანდალურ ეთერს რუსეთში მომღერალი დიანა ღურწკაია.

„ეს ძალიან დიდი სირცხვილია. უბრალოდ გავშეშდი, როდესაც გავიგონე რას ამბობდა ჟურნალისტი. მსგავსი მიმართვა ტელევიზიაში უბრალოდ დაუშვებელია", - განაცხადა ღურწკაიამ.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა ჟურნალისტს პრობლემა ფსიქიკასთან, თუ ეს გამიზნული პროვოკაცია იყო. „მის ქმედებაზე შეფასება საქართველოს ხელისუფლებამ და სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა გააკეთონ", - ამბობს ღურწკაია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2" ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×