"მესმის, რომ ტელევიზიის შენარჩუნება უნდათ, მაგრამ სახე კი არ უნდა დაკარგონ. უცბად აეშალა ნერვები გაბუნიას და წამოსცდა? ვის სჯერა ამის, ვინ კითხავს გაბუნიას?"- ასე ეხმაურება მომღერალი ირმა სოხაძე "რუსთავი 2"-ის ეთერში გიორგი გაბუნიას საავატორო გადაცემის წამყვანის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.
"ნამდვილად არ ვარ მომხრე "რუსთავი 2"-ის დახურვის, არის გადაცემები, რომელსაც ვუყურებ, მაგრამ, რომ გამოდიან ტელევიზიის მესვეურები და აცხადებენ, თანაც პრეტენზია აქვთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიაა, გაბუნია კი არის ამ ტელევიზიის ნათელი სახე, ეს არის ჟურნალისტის ნათელი სახე, პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებით მაყურებელს შეურაცხყოფას რომ აყენებს?
"პუტინს აგინებ, თუ აღა მაჰმადხანს, რა შუაშია, მკვდარს და ცოცხალს რომ ატრიალებ საფლავში, ეს არ არის მაყურებლის შეურაცხყოფა? ეს არის ჟურნალისტიკა?
"მადლობა უნდა გადავუხადოთ გუბანიას, ლუსტრაცია მოახდინაო, ჩემი ლუსტრაცია მოახდინა, მე მიყვარს პუტინი? ჩემზე მეტს უებნებიან ეგენი, რუსებს პირდაპირ საუბრებში, ტერიტორიები წაგვართვით და ჩვენი ტერიტორიებია დაკარგული მეთქი.
"თუ გაბუნიას მართლაც უცბად ნერვები აეშალა და წამოსცდა, ვის სჯერა ამის, ვინ კითხავს გაბუნიას. მესმის, რომ ტელევიზიის შენარჩუნება უნდათ, ალბათ, რაღაც მართლაც მნიშვნლოვანი ხდება,
"18 ივლისს სტარსბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, მაგრამ, ამისთვის სახე კი არ უნდა დაკარგო. იმ ხალხზე რატომ არ ფიქრობენ, რომლებიც ამჟამად რუსეთში ცხოვრობენ, მათ რა ბედი ეწევათ? ეს შეცდომა კი არა დანაშაულია. არ არის საჭირო ასეთი რადიკალიზმი, საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადააყოლო"- განაცხადა "რეზონანსთან" ირმა სოხაძემ.