რეზონანსი
08.07.2019

 (რეზონანსი) რუსეთში მცხოვრები მომღერალი თეონა კონტრიძე გიორგი გაბუნიას გუშინდელ მონოლოგს ფეისბუქზე ეხმიანება.

მისი თქმით, „რუსთავი 2" კონკრეტული წამყვანის გამო არ უნდა გაუქმდეს. ეს არ იქნება დემოკრატიული სვლა.

„გუშინდელით აღშფოთებული დღემდე ვერ დავოკდი. მიუხედავად ყველაფრისა დავაფიქსირებ ჩემს აზრს. არც ერთ ქვეყანას არ შეიძლება მართავდეს ერთი ძალა. მოგწონთ ეს თქვენ თუ არა უნდა არსებობდეს ბევრი პოზიცია. ნაცი, ქოცი, ევრო, აზია, ზინა, კუკური, ჯაზი, როკი, ტრეშ-მეტალი. ესაა დემოკრატია. „რუსთავი 2" არ არის გიორგი გაბუნია და მისი რეაქტიული ოხუნჯობები და ამორალური ეპატაჟი. „რუსთავი 2" კიდევ უამრავი ადამიანია, რომელიც თავდადებულად ასრულებს თავის საქმეს.

არ შეიძლება „რუსთავი 2" ის გაუქმება ისევე როგორც არ შეიძლება ქართული ოცნების გაუქმება. იბადება, მე მჯერა, რომ იბადება ახალი დემოკრატიული კულტურა. ამ გზაზე იქნება ეპატაჟიც, ვნებათა ღელვაც და უზნეობაც, მაგრამ უნდა დაისაჯოს მხოლოდ დამნაშავე, კანონით და ცივად, ემოციის გარეშე . პასიონარულობა არ შეიძლება იქცეს ერის დაავადებად. გამორთეთ ემოცია და ჩართეთ თვინი, ერთხელ მაინც! გინება არაა გამოხატვის თავისუფლება, გინება უზრდელობაა, საშინელებაა, აღვირახსნილობაა, მაგრამ კანალის დახურვაც დემოკრატიასთან არაფერ შუაშია. ჩვენი ძალაა კონსტიტუცია და მას დავეყრდნოთ. და კიდევ ერთი! მე ბოდიშს არავის არ ვუხდი სხვის გამო. შვილის გამოც კი. მუდმივი კარნავალი არ დამთავრდება თუ ტვინი არ ჩაირთო!!!", - წერს კონტრიძე ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×