რეზონანსი
08.07.2019

 (რეზონანსი) საქართველოს ეკონომიკა დაემხობა და ვერავითარი ამერიკის შეერთებული შტატები მათ ვერ უშველის - ამის შესახებ სააგენტო „ტასის" ინფორმაციით, დუმის დეპუტატმა და რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ განუცხადა.

ონიშენკოს თმით, საქართველოდან რუსეთში ღვინის შემოტანაზე აკრძალვა ქართული ღვინის წარმოებისთვის კრახით დასრულდება და ქართულ ეკონომიკას მთლიანად დააზიანებს.

„მაშინ კი ქართული ღვინის წარმოება მართლაც დაემხობა, თუკი ჩვენ დავაკისრებთ სანქციებს, მაშინ ქართველმა ხალხმა უნდა მოკითხოს თავის პოლიტიკოსებს, ვისზე მუშაობენ - ვაშინგტონზე თუ საკუთარ ხალხზე", - განაცხადა ყოფილმა მთავარმა სანიტარმა.

მისი თქმით, ქართველი მწარმოებლები, რუსეთის მხრიდან აკრძალვის შემთხვევაში, ვერ შეძლებენ თავისი პროდუქციის სხვა ბაზრებზე გადამისამართებას.

„საქართველოს ეკონომიკა დაემხობა და ვერავითარი ამერიკის შეერთებული შტატები მათ ვერ უშველის", - განაცხადა ონიშენკომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×