რეზონანსი
08.07.2019

 (რეზონანსი) რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს რამდენად შეუძლია პასუხი აგოს პარტნიორებთან ურთიერთობებზე. რუსეთის სათათბიროს წევრმა რუს და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობების გაფუჭებაში "რუსთავი 2" დაადანაშაულა.

„რუსთავი 2″- მა ძალიან ცუდი როლი შეასრულა პირადად ჩემს დისკრედიტაციაში. რაც შეეხება განცხადებებს, ეს ქვეყნის შიდა საქმეა, რამდენად შეუძლია ხელისუფლებას პასუხი აგოს საგარეო პარტნიორებთან ურთიერთობებზე და ეთიკის ნორმების დაცვაზე. ჩემი აზრით ეს განცხადებები საკმარისი არ არის. თავად "რუსთავი 2-მაც" უნდა გააკეთოს დასკვნები.

ასე არ შეიძლება. თქვენ შეგნებულად აფუჭებთ ქართველ და რუს ხალხებს შორის ურთიერთობას, როდესაც ახდენთ რუს დეპუტატზე თავდასხმის პროვოცირებას და შეურაცხყოფთ რუსეთის პრეზიდენტს, ეს ცუდად დამთავრდება საქართველოსთვის," - განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×