რეზონანსი
08.07.2019

 (რეზონანსი) „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმ სამ მიზეზს ასახელებს, რის გამოც ტელეკომპანიის თვითრეგულირების ორგანომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება შეუჩერა. ამ მიზეზებს გვარამია პუნქტებად აყალიბებს:

„1. გაბუნიას უხამსობა იყო უადგილო, უგემოვნო და დამაზიანებელი საკუთრივ იმ ბრძოლისა, რომლის ნაწილიც უნდა ყოფილიყო ეს განცხადება.

2. გაბუნიას უხამსობა იყო მძიმე პროფესიული შეცდომა, რადგან არ შეიძლება გამოხატვა იმდენად მიუღებელი იყოს, რომ გადაფაროს ამ გამოხატვით გადმოცემული შინაარსი და ზიანი მიაყენოს ამ გამოხატვის ლეგიტიმურ მიზანს.

3. გაბუნიას უხამსობა იყო სრულიად შეუსაბამო ქვეყანაში და საკუთრივ ტელეკომპანია რუსთავი 2თან დაკავშირებით მიმდინარე კონტექტსთან. მან შექმნა ისედაც დაძაბულ ვითარებაში კიდევ ერთი არასასურველი დაძაბულობის კერა და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, შესაძლებელი გახადა უსაფუძვლო სპეკულაციების ცირკულირება არხის მხრიდან დაძაბულობის ინსპირაციის თაობაზე.

4. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, არხის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას ორი თვით შეუჩერდა უფლებამოსილება. ეს შეზღუდვა ეხება იმ გადაცემებს, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყვას (არჩევანი და პოსტსკრიპტუმი)", - წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ PS-ში გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულ ენაზე აგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×