რეზონანსი
08.07.2019

 (რეზონანსი) სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე კორდონი გააკეთეს, რითაც ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდება.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ოდენობით სამართალდამცავია განთავსებული. ასევე გამზირზე განლაგებულია ე.წ. ყვითელი ავტობუსები.

როგორც ცნობილია, პარლამენტთან კვლავ იგეგმება ანტისაოკუპაციო აქციის გამართვა, რომლის მონაწილეებიც საკანონმდებლო ორგანოსთან პუშკინის სკვერიდან მსვლელობით მისვლას აპირებენ, პარალელურად კი პარლამენტთან დილიდან განთავსებული არიან ლგბტ თემის მოწინააღმდეგეები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×