რეზონანსი
09.07.2019

  პარლამენტთან, სადაც აქციის მონაწილეებიორ კვირაზე მეტია შიმშილობენ, სამართალდამცავები მათ კარვებთან აღარ უშევებენ.

მოშიმშილეების თქმით, კარვები რამდენიმე წუთით დატოვეს, რის შემდეგად სამართალდამცავებმა იქ მისვლის უფლება აღარ მისცეს.

„გასული ვიყავი მოსაწესრიგებლად, ვბრუნდები, მაგრამ კორდონი დამხვდა, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები კარავში. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, მშვიდობიანი მომიტინგეები ვართ, პროვოკაციაზე არ მივდივართ, ჩვენ აქციას ვატარებთ იმდაგვარად, რომ შეგვიძლია მაგალითი მივცეთ ამ ორკებს, რომლებიც მოითხოვენ, რომ მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ" - აღნიშნა ერთ-ერთმა მოშიმშილემ, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

 

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×