რეზონანსი
09.07.2019

არც გაბუნიამ და არც გვარამიამ იმდენი რუსული არ იციან, ის ტექსტი რომ დაეწერათ, რაც ჩვენ მოვისმინეთ, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

ხაიდნარავას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მეორე დაჯგუფებაა ე.წ. "ევროპული საქრთველო", რომლებიც ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგები იყვნენ და რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე საბჭოთა კავშირის დამსმენს დაუჭირეს მხარი. ამასთან, ხაინდრავა არ გამორიცხავს, რომ გიორგი გაბუნიას ცნობილი ტელეგამოსვლის ტექსტი, "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუს პიარტექნოლოგ, ვიტალი შკლიაროვს ეკუთვნოდეს.

,,არც გაბუნიამ და არც გვარამიამ იმდენი რუსული არ იციან, რომ დაეწერათ ის ტექსტი, ეს ძალიან გავს შკლიაროვის ტექსტს. რაც შეეხება იმ მეორე დაჯგუფებას, რომლებიც ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგები იყვნენ, ეს ე.წ. „ევროპული საქართველო" ბოკერიას თამადობით, ეს ის ხალხია, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე საბჭოთა კავშირის დამსმენს დაუჭირა მხარი, მხარი დაუჭირეს ჩეკისტს. რუსეთი პირდაპირ გზავნის საქართველოში ვაშაძეს და იმ ჯგუფს, იმ გუნდს , რომელიც ყველანაირად ცდილობდა, ქართულ საზოგადოებაში შეეტანათ დაპირისპირება, შეეტანათ ის აბსოლუტურად ნეგატიური მუხტი, რომლის მოწმენიც ვიყავით საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში.

საქართველოში არა მარტო რუსეთს, არამედ ნებისმიერ სხვა ქვეყანასაც უნდა გავლენების მოპოვება და ეს დასაზრახი არ არის, ვინაიდან ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს. საქართველო საკვანძო ქვეყანაა კავკასიაში. მაგალითად კაპიტანი გიგაური, რომელიც მილიონობით დაფინანსებას იღებს და პირდაპირ "ნაციონალური მოძრაობის" რუპორია. არანაირი არასამთავრობო ორგანიზაციები ესენი არ არიან. მშვენიერაძე დგას "რუსთავი 2"-ის წამყვანის, მშვილდაძის გვერდით, ბენიძე, ეს არის ერთი ჯგუფი, ეს არის დაფინანსებული ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ, ეს გავლენები ზუსტად იმ ადამიანების ხელში იყოს, ვისაც, ჩემი აზრით, ნაკლებად უნდათ ჩვენი ხვალინდელი დღე და აწმყო",- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

წყარო: მარშალპრესი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×