ია აბულაშვილი
09.07.2019

 "გაბუნიას განცხადება, წმინდა შიდაქართული მოვლენაა და რუსათვი 2-ის გადარჩენას უკავშირდება. 18 ივლისს ცნობილი გახდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვტილება. თუ რუსთავი 2 დაუბრნდება თავის მფლობელს, იტყვიან, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება; თუ დარჩება, იტყვიან, რომ ვიბრძვით პუტინს და ოკუპაციის წინააღმდეგო," - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი პაატა ზაქარიშვილი პირადაპირ ეთერში ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.

პაატა ზაქარეიშვილი: კარგად გათვლილი გარეწრული სცენარია, "ნაციონალებმა" კარგად იციან, როგორ გააღიზიანონ რუსეთი და როგორ დააზიანონ საქართველო. გაბუნიას სულ ფეხებზე ჰკიდია საქართველოს საშუალო ფენა დაზარალდება თუ ის ხალხი, ვინც დღეს რუსეთში ცხოვრობს. ყოველთვის ასე იყო, როცა კონფლიქტი ასე თუ ისე ჩაცხრებოდა, გამოვარდებოდა ერთი ვინმე და მის ნაბიჯს მოჰყვებოდა-ხოლმე უცნაური ამბები. გაბუნია, მელია და სააკაშვილი არის ერთი "შარაშკა", საქართველოს სირცხვილი. სააკაშვილმა დიდი ხანია დაკარგა თავისი როლი, ხან აქეთ არის, ხან იქით. გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდას ვარიანტია. იგი ცდილობს ნებისმიერი ფორმით მართოს პროცესები, მაგრამ ვერ მართავს.

"რეზონანსი": ბოლო დროის მოვლენების გამო მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, კადიროვი მუქარაშემცველ განცხადებებს აკეთებს. რუსეთის დუმამ საქართველოსთვის სანქციების დაწესების გადაწყვტილება უკვე მიიღო. მოკლედ მთელი თაიგული შეიკრა საქართველოს დასასჯელად.

პ.ზ: რაც შეეხება რუსეთის მხრიდან სადამსჯელო ღონისძიებებს, ახალი არ არის, რუსეთი იმპერიალისტური სახელმწიფოა და არაერთი მაგალითი არსებობს, როგორ სჯის ის ქვეყნებს. რაც შეეხება დუმის დეპუტატების და კადიროვის განცხადებებს, სახელმწიფო ვალდებული არ არის გაბუნიას გამო ბოდიში მოიხადოს. პასუხის გაცემა კადიროვს ღირსებას მატებს, იტყვის როგორ ავაფორიაქე საქართველოო.

"რ": კიტოვანის გამოჩენას როგორ შეაფასებდით?

პ.ზ: კიტოვანი ჩნდება იქ, სადაც ლეშის სუნია, ეტყობა რუსეთს კიტოვანის მეტი აღარავინ დარჩა, მშვენიერი ფიგურანტია რუსული პოლიტიკის. მის განცხადებებს უნდა მოვუსმინოთ, რადგან აჟღერებს კრემლის აზრებს, როგორ და სად შეიძლება ჩაარტყან საქართველოს, მაგამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ.

"რ": შეძლებს ხელისუფლება ამ კრიზისული სიტუაციიდან ქვეყნის გამოყვანას?

პ.ზ: ხელისუთფლება სრულიად პარალიზებულია. სამწუხაროდ საზოგადოებას კიდევ აქვს იმედი, რომ ივანიშვილი მართავს ქვეყანას, მაგრამ მან საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა, ქვეყანას ვერ მართავს. ხუთი ბურთი უნდა ათამაშოს, მაგრამ ხუთივე ხელიდან უვარდება. კრიზისის დროს ყველა პარაზიტი ერთად გამოჰყოფს თავს, რომ სიტუაცია საკუთარ თავზე მოირგოს, ვიდრე ხელისუფლება სუსტია, მოასწროს რაღაც ჩაიჯიბოს. სიტუაცია შეიძლება ჩაცხრეს, მაგრამ დროებით, პოლიტიკური ტემპერატურა არჩევნების წინ აუცილებლად აიწევს.

"რ": თუმცა პოლიტიკურ და ექსპერტთა წრეებში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ მომავალ არჩევნები ისე შერეული სისტემით ჩატარდეს ან სულაც ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესის ჩაშლის პერსპექტივას ხედავთ?

პ.ზ: პროპორციულ საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარება არ აწყობთ "ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს", რადგან ადგილების დათმობა მოუწევთ მომავალ პარლამენტში. ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება პირველი სანდა რულოვსმა გააკეთა საპროტეტსო აქციაზე. რა თქმა უნდა, ხელისუფლება თავად ვერ იტყვის, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოსო, მაგრამ თუ "ნაციონალები" ამ თემას ჩაიხვევენ, შეიძლება დათანხმდეს ვადამდელ არჩევნებს. რასაც ვიტყვი, ვიცი, რომ იმ ახალგაზრდებს არ მოეწონებათ, ვინც დღეს საპროტეტსო აქციებს მართავს. ისინი უფრო მოქნილები უნდა იყვნენ და მოიცილონ რადიკალიზმი და ბოლშევიზმი. გახარიას გადაგომა დღეს აქტუალური აღარ არის, პროპორციული საარჩევნო სისტემაა გადასარჩენი.

"რ": თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. თქვენი აზრით, აქვს მამუკა ხაზარაძეს ის სოციალური კაპიტალი, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნას?

პ.ზ: ხაზარაძეს აქვს სიახლის კაპიტალი, რაც ღდეს საზოგადოებას სჭირდება, რომ ქვეყანაში გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ცენტრი. ხაზარაძე ამ მომენტში უკეთესი ვარიანტია საქართველოსთვის, ვიდრე ზელენსკი იყო უკრაინაში. ის გამოცდილი ბიზნესმენია. ჯერ ალაბთ შექმნის მოძრაობას, რადგან ბევრი ხალხი მიეტმასნება, იგივე "ნაციონალებიდან" და "ოცნებიდან". მერე ეს პროცესი გაიფილტრება და შექმნის პარტიას. რძიდან ყველს რომ ამოიყვან, ისე. დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, პირადად მე ხაზარაძის პარტიას მივცემდი ხმას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×