
20 ივლისის შემდეგ, თბილისში უკვე 20-ე დღეა რუსთაველის გამზირზე აქციები იმართება. ხოლო 8 ივლისს ერთმანეთის მიყოლებით და პარალელურად ოთხი აქცია და გამოსვლა გაიმართა. ორი თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. მესამე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან და მეოთხე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
რუსთაველის გამზირზე პოლიციის კორდონით ორად გაყოფილი აქცია იყო. 8 ივლისის აქციების მთავარი მოტივი იყო, ვინ დაიკავებდა და გაამაგრებდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. ვაშაძემ და მისმა თანამოაზრეებმა ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის კიბეებთან ადგილის დაკავების საშუალება აღარ მისცეს. მთელი დღის განმავლობაში კი სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო.
სამართალდამცველებმა კინო “რუსთაველთან” გზა ყვითელი ავტობუსებით ჩაკეტეს და ცოცხალი კორდონიც გააკეთეს. სამართალდამცველების თქმით, აღნიშნული ზომები აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.
მთელი დღის განმავლობაში კი მოვლენები ასე ვითარდებოდა: „თბილისი პრაიდი“, სასულიერო პირები, ლევან ვასაძე მოხმრეებით და „ანტისაოკუპაციო მოძრაობა“, -8 ივლისს ყველა მათგანი ღირსების და საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობდნენ. თუმცა მათგან აქციების გამართვა თავდაპირველად ვასაძემ და სასულიერო პირებმა შეძლეს. მათ რუსთაველის გამზირი შუადღის საათებში დაიკავეს და იქ მყოფ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს მისვლის საშუალება აღარ მისცეს. ადგილზე, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები კარვებში შიმშილობენ, რომლებიც მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.
ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა კი კონტრაქციის გამართვა რუსთაველსი მოედანზე მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ლგბტ თემის ღირსების მარში „თბილისი პრაიდმა“ ჩაშლილად გამოაცხადა. მიუხედავად ამის, ისინი მაინც შეიკრიბნენ და ვასაძემ განაცხადა, რომ ისინიც მანამდე იქნებიან, სანამ „თბილისი პრაიდი“ ახალ აქციას არ დაანონსებს, რადგან მისი ჩატარების საშუალება არ მისცენ.
ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებმა კი თავის მხრივ მომხრეებს რუსთაველის გამზირზე 19 დღის განმავლობაში მიმდინარე აქციის გაგრძელებისკენ მოუწოდეს. ორგანიზატორების განცხადებით პარლამენტის წინ წყდება, თუ ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა, პრორუს ძალებს, თუ დამოუკიდებელ ხალხს. ორგანიზატორებმა ასევე მომხრეებს მოუწაოდა, რომ 8 ივლისს 19:00 საათზე რუსთავველის გამზირზე აქციაზე მისულიყვნენ.
საღამოს რვის ნახევრისთვის „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა კი აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართეს. მცირე წარმომადგენლობით პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ „ღირსების მარში“ მაინც შედგა. აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ მინისტრმა მათი უსაფრთხოება არ უზრუნველყო და განუცახდათ, რომ მათ ვერც ტრანსპორტირებას და ვერც დაცვას ვერ შეძლებდა. რამდენიმე წუთიანი პროტესტის შემდეგ სამინისტროს მიმდინარე ტერიტორია პროვოკაციების საფრთხის გამო დატოვეს.
მას შემდეგ კი რაც ვასაძემ და მისმა თანამოაზრეებმა გაიგეს, რომ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები სამინისტროსთან იყვნენ შეკრებილები, ნაწილმა უწყების მიმართულებით გადაინაცვლეს. თუმცა ის ადგილი ლგბტ წევრებს უკვე დატოვებული ჰქონდათ.
მეოთხე აქცია კი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას ტელეკომპანიიდან გაშვებას და ნიკა გვარამიას გადადგომას ითხოვდნენ. აქცია მხოლო რამდენიმე საათი გაგრძელდა.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში გამოჩნდა ახალი სამოქალაქო ძალა ახალგაზრდების სახით, რომელთაც შეუძლიათ რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა შეცვალონ. მისი აზრით, ეს ახალგაზრდები არა ახლა, არამედ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოჩდნენ, როდესაც 13 ივნისს თბილისში დატრიალებული წყალდიდობის შემდეგ, სრული სამოქალაქო კონსოლიდაცია შეძლეს. მის შემდეგ ეს ახალგაზრდები უკვე 2018 წლის მაისში კლუბების დარბევის შემდეგ გამოჩდნენ. ამიტომაც ხელისუფლება მზად უნდა ყოფილიყო, რომ ახალგაზრდების ეს ნაწილი ქვეყანაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ძალა იქნებოდა, რომლებიც ახალ რელობას შექმნიდნენ.
„არ ვიცი ვასაძის და მისი მომხრეების აქციები ვინ დააორგანიზა, თუმცა ფაქტი ერთია, რომ მსგავსი სცენარი ჩვენს ქვეყანაში უკვე იყო და ამან არც თუ კარგი განვითარება ჰპოვა. ყველას გვახსოვს 90 წლები, რომელმაც საქართველო რამდენიმე ნაბიჯით უკან დაწია. ხელისუფლებამ ამ რადიკალურად დაპირისპირებულ ჯგუფები, ნებსით თუ უნებლიე განცხადებებით არ უნად წააქეზოს. ხელისუფლებამ პირდაპირ უნდა თქვას, გახარიას გადააყენებს თუ არა. ასევე ახალგაზრდებს უნდა უთხრას, კი ბატონო, გააპროტესტეთ რაც გინდათ, ხელს არ წაგავლებთ მანამდე, სანამ ამას მშვიდობიანი სახე ექნება. ასევე აქციის მონაწილეებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ უკვე გახარიას წასვლა-არწასვლას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. ახლა მთავარია, რომ მიღებული პროპორციული არჩევნები დავიცვათ. ხელისუფლებას არ მივცეთ საბაბი, რომ ეს დაპირება უკან წაიღოს.
ასევე ჩვენი აქტიურობით შევძლოთ, რომ გახარიები მინისტრები აღარ ხდებოდნენ. პირობითად ვამბობ, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ იყოს ხერხემალი, რკინის კაცი თუ რაღაც სხვა. ამისთვის კი ყველას გონიერება გვჭირდება, რათა ქვეყანა არ დავაზიანოთ. როდესაც ქვეყანაში ამდენი ხანი აქციები მიდის, ეს უკვე პოლიტფიკური ამინდის შეცვლისთვის საუკეთესო წინა პირობაა“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს , რომ როდესაც ანტისაოკუპაციო აქციას 20 ივნისს ძალის გამოყენებით არბევ, სამაგიეროდ კი ვასაძის და მის მომხრეებს არაფერს ვნებ, მიუხედავად წინასწარ დაანონსებული ძალადობისა, მაშინ გამოდის, რომ შენ ამ ძალას კონკრეტული მიზნებისთვის იყენებ. მისი აზრით, ანტისაოკუპაციო აქციები სწორედაც რომ აპოლიტიკურია და მას სათავეში გულანთებული ახალგაზრდები უდგანან.
„როდესაც სახელმწფო მეთაური გამოდიხარ და კერძო ტელეკომპანიის კონკრეტული ჟურნალისტის განცხადებებს ასე ამაზრზენად აფასებ, ეს უკვე სირცხვილია, მეტ თუ არაფერი. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი უცხო ქვეყნის ორგანიზაციებს მოუწოდებ, რომ შენი ქვეყნის ჟურნალისტის საქციელი შეგიფასონ, ამაზე სამარცხვინო თავად ჟურნალისტის ქცევაც აღარ არის. ბევრს ჰქგონია, რომ ეს ახალგაზრდები, რომლებიც რუსთაველზე დგანან, მოდიან, არა ბატონებო, კი არ მოდიან უკვე აქ არიან. ეს ახალგაზრდები ახლა არ გამოჩენილან, ისინი უკვე 2015 წლის 13 ივნისს თბილისის წყალდიდობის დროს გამოჩდნენ, რომლებმაც არნახული სამოქალაქო პასუხისმგებლობა და სულისკვეთება აჩვენეს. ამიტომაც ქვეყანაში ეს ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც ამ სიტუაციის შეცვლას შეძლებენ და ბევრ მნიშვნელოვან სათქმელს კიდევ იტყვიან“,-აცხადებს ალაფიშვილი „რეზონანსთან“.