ნინოწმინდაში მოსამართლემ ქალი დამნაშავედ ცნო და მას 300 საათის განმავლობაში საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეეფარდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ნინოწმინდელი ცოლ-ქმრის სასამართლო პროცესები, ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ქმარი ამბობდა, რომ 30–წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში, ცოლი სისტემატურად სიტყვერ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც, იძულებული იყო ღამე ხან ქუჩაში გაეთენებინა, ხან კი მეზობლებთან.
52 წლის ქალი კი ამტკიცებდა, რომ ქმარი აქეთ ემუქრებოდა და ცივი იარაღის გამოყენებით ცდილობდა მასზე ზეწოლის მოხდენას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 15 მარტს პოლიციას ქალი დაუკავშირდა და ქმარი ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა, გამოძიებისას, დადგინდა, რომ ძალადობის მსხვერპლი კაცი იყო. ამიტომ ბრალი ქალს წარედგინა.