რეზონანსი
10.07.2019

 "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი აქტივისტი, დანიელ თევზაძე ამბობს, რომ მსვლელობის შესახებ, რომელიც 8 ივლისს გაიმართა ლგბტ თემისა და მისი მხარდაჭერების უმრავლესობამ არაფერი იცოდა.  თევზაძემ პრაიდის ორგანოზატორები გააკრიტიკა და თქვა, რომ ამას „ღირსების მარში“ აღარ ჰქვია: 

"მართლა სჯობდა, ასეთ ჩატარებას, საერთოდ არ ჩატარებულიყო თბილისი პრაიდი. ლგბტ+ თემისა და მისი მხარდაჭერების უმრავლესობამ არაფერი ვიცოდით, არც არაფერი გვითხრეს, არც იმაზე გაგვაფრთხილეს, რომ ჩვენს გარეშე ატარებდნენ პრაიდს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის მონაწილეობით" - დაწერა თევზაძემ.

კრიტიკას უპასუხა „მარშის“ ორგანოზატორმა ნინო ბოლქვაძემ. მისი აზრით, ახლა დაპირისპირების დრო არ არის:

"ყველას ვინც მარშზე დარეგისტრირდა დავუკავშირდით, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა განვითარდა შემდეგნაირად: შსს-მ გვითხრა რომ არანაირი დაცვა არ იქნებოდა, არც ტრანსპორტი. ვიცოდით, რომ პრაიდზე დარეგისტრირებულ ასობით ადამიანის უსაფრთხოების მენეჯმენტს ამ პირობებში ვერ უზრუნველყოფდით. სხვა გამოსავალი არ გვქონდა - გავაუქმეთ მასშტაბური ღონისძიება. დანარჩენში გეთანხმებით პარტიზანული პრაიდი არ არსებობს. მგონი, დაპირისპირების დრო არ არის, პირიქით უნდა ვაერთიანდეთ ისე რომ მომავალ წელს გავიდეთ ათასობით ადამიანი" - აღნიშნა ბოლქვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×