ბოლო პერიოდში საქართველო-რუსეთს შორის არსებული გამწვავებული ურთიერთობა, უფრო დაძაბულ ფაზაში გადადის და თვის ბოლომდე მისი დასტაბილურება ვერ მოხერხდება. მეტიც, მომავალი ორი კვირა უფრო მძიმე გველის და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთიბა პიკს მიაღწევს, ხოლო ვითარების განმუხტვა მხოლოდ პირველ აგვისტოს მოხდება, თუმცა ერთგვარი აფეთქება სექტემბერ-ოქტომბერშიც არის მოსალოდნელი - ამის შესახებ „რეზონანსს" ცნობილმა ასტროლოგმა, მიხეილ ცაგარელმა განუცხადა.
მისი თქმით, აგვისტოს თვე შედარებით მშვიდი იქნება, თუმცა სექტემბერ-ოქტომბერში მდგომარეობა კვლავ დაიძაბება.
„დაბნელებების დერეფანს, რომელსაც ჩვენ გავდივართ, კაცობრიობა და მათ შორის საქართველოც, მზის დაბნელებიდან მთვარის დაბენელბამდე ორკვირიან პერიოდს მოიცავს. მზის დაბნელბა და ახალი მთვარე 2 ივლისს უკვე გვქონდა. მთვარის დაბნელება და სავსე მთვარეობა კი, 17 ივლისს იქნება. ეს ორკვირიანი ზონა განსაკუთრებით სახიფათოა.
სიტუაციის ყველაზე მეტად დაძაბვა ივნისსა და ივლისში იყო მოსალოდნელი და ასეც მოხდა. ეს ორი თვე ყველაზე კრიზისულია წლის განმავლობაში, მაგრამ პიკს აღწევა ამ მზის და მთვარის დაბნელებებს შორის, ამ ორკვირიან მონაკვეთში.
„სწორედ ეს იწვევს ამ დაძაბულობას, პრობლემების ინტენსიურობას და დაპირისპირებებს. ეს ხდება, როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ცალკეულ პირებსა და პარტიებს შორის.
ეს არის კოსმიური გამოცდის პერიოდი ქვეყნებისთვის, მათ შორის ცალკეული ადამიანებისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია თავდაჭერაზე, მოთმინებაზე და დიპოლომატიურობის გამოვლენაზე. ვისაც ეს არ ეყოფა და ექნება ემოციური, აგრესიული და აფექტური, ის ისევ დაისჯება. ოქტომბერში კი მიიღებს უკვე ახალ, არასასურველ შედეგებს, რადგან ოქტომბერში შევაჯამებთ იმას, თუ როგორ გავიარეთ ეს ორკვირიანი პერიოდი.
„მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო. არავითარი აგრესია და მაქსიმალური კონტროლი საკუთარ ემოციებზე. ეს იდეების რეალიზაციის პერიოდია. არასწორი გადაწყვეტილებების, შეცდომების და ცვლილებების ტენდენცია მატულობს. მიზეზობრივ-შედეგობრივი ტენდენციაა კოსმოსში განვითარებული, ამიტომ ახლა რასაც დავთევსთ, იმას მოვიმკით ოქტომბერში," - აღნიშნა ცაგარელმა.
საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ უფრო მეტად დაეძაბა. საპასუხოდ მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა და საქართველოდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ პროდუქციაზე კონტროლი გააძლიერა.
7 ივლისს კი, ტელეწამყვანმა, გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი უცენზურო ლექსიკით მოიხსენია, რის შემდეგაც ორშაბათს რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვას და საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.
მიხეილ ცაგარელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას ვითარების დასტაბილურებისკენ მოუწოდებს. ცაგარელმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს „ნაციონალური მოძრაობის" მიერ მართული უწოდა.
„ვეცადოთ სერიოზული შეცდომები არ დავუშვათ. კონფრონტაციას ვხედავ, "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას. მათ შექმნეს ის ტაშ-ფანდური, რომელიც გახარიას გადადგომის მოთხოვნით დგება. სინამდვილეში რას აკეთებდნენ თვითონ, მაშინ როდესაც მთავრობაში იყვნენ? კარგად გვახსოვს უგულავას გამოსვლები. მან თქვა, რომ არავის გააჭაჭანებდა და საერთოდ არავის არანაირ კარვებს არ დაადგმევინებს პარლამენტის წინ.
„ვიცით ვინ შემოიყვანა რუსი თავის დროზე საქართველოში და ამისთვის რამდენიმე მილიარდი წაიღო აქედან. გვახსოვს ყველა ენერგომატარებლები რატომ გაყიდეს რუსებზე, რატომ იყიდეს ნახევარი საქართველო იმისთვის, რომ ანტიოკუპაციური ლიდერები გამხდარიყვნენ. რატომღაც რუსეთი აღარ მოსწონთ ახლა. ჩვენ ეს ზღაპრები მოგვისმენია და ძალიან კარგად ვიცით პიროვნებები, ვინც ახალ თაობას ატყუებს და მათ ჭკუაზე ათამაშებს.
„სინამდვილეში აკეთებენ იმას, რაც თავის დროზე ვარდების რევოლუციის დროს განავითარეს. პარლამენტის აღების ტიპიური მცდელობაც იყო. მათ რომ ჰყოლოდათ თავის დროზე მათი გახარია, და ასე მოქცეულიყო, როგორც ახლა გიორგი გახარია, დააჯილდოებდნენ. ასე კი არ აპარპაშებდნენ, რომ ერბინათ ოპოზიციას და მეოცე დღეს მიტინგები ყოფილიყო მისი გადადგომის მოთხოვნით.
„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" აგორებული, მცდელობა ძალაუფლების ხელში ჩაგდების. გახარია არ აწყობთ, რადგან მან არ გაახარა. ამიტომაც ჩართეს ახალგაზრდა თაობა, რომელიც ატარებს კონცერტებს, სიყვარულს ახსნებს და ა.შ. ეს ყველაფერი გაგვიგრძელდება მინიმუმ 20 ივლისამდე, რადგან დედამიწაც უარყოფით ენერგოველშია შესული. ვნახეთ „კოლეგა ჟურნალისტის" გამოსვლა. რამდენ ადამიანს გააუბედურებს ახლა მისი გამოსვლა, თუკი ფინანსური წყაროები რუსებმა გადაგვიკეტეს? ის ადამიანები, ვინც დამოკიდებულია რუსეთიდან გამოგზავნილ თანხებზე, დარჩება მშიერი," - ამბობს ის.
მიხეილ ცაგარელის თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა 2008 წელს მომხდარ მოვლენებთან საკმაოდ ახლოს დგას, მაგრამ საომარი მოქმედებების განვითარებას არ ელოდება.
„ეს დაპირისპირება ჩვენ გვქონდა 2008 წელს და როგორ დამთავრდა, კარგად ვნახეთ. დღეს ამ დაპირისპირების ტენდენცია ისევ გვაქვს. რუსებს ატომური იარაღი აქვთ და ღმერთმა არ ქნას, რომ მისი გამოყენების სურვილი ჰქონდეთ, თანაც 40 კილომეტრში დგანან თბილისიდან.
"ვაფრთხილებ მთავრობას და ოპოზიციას, ყველაფერი გააკეთონ, რომ რუსეთთან ურთიერთობა დასტაბილურდეს. ეს დაძაბული სიტუაცია მაქსიმუმ პირველ აგვისტომდე გასტანს. შემდეგ სიტუაცია ნელ-ნელა დალაგებას დაიწყებს. აგვისტო შედარებით უფრო მშვიდია, მაგრამ ხანგრძლივ პროგნოზს თუ გავაკეთებთ, გეტყვით, რომ სექტემბერიდან და ოქტომბერის შუა რიცხვებამდე პერიოდი საკმაოდ რთულია.
„სიტუაცია ისეთი დაძაბული არ არის, როგორიც 2008 წელს იყო, მაგრამ ახლოს ვართ. ნახევარი უკვე სახეზე გვაქვს. არამგონია, რომ ეს საომარ მოქმედებამდე მივიდეს, მაგრამ ეს ურთიერთობა საკმაოდ დაგვაზარალებს. ეს ასე მარტივად არ დამთავრდება. ეს ძალიან მძიმედ აისახება ჩვენ ეკონომიკაზე.
"ვნახეთ რამდენი ადამიანი გადადგა, მინისტრები, პარლამენტის სპიკერი და კიდევ გვექნება ძალიან ბევრი გადადგომები, მათ შორის სამთავრობო დონეზე წლის ბოლომდე. მართალია აგვისტოში ერთგვარი ტაიმაუტი იქნება, თუმცა ამ თვეში შეიძლება სხვა პრობლემები შეიქმნას, მაგალითად ხანძრები" - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.