რეზონანსი
10.07.2019

(რეზონანსი) ავიაკომპანია Montenegro Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მონტენეგროდან მოსკოვში მიფრინავდა, რუსეთის ქალაქ კალუგის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

როგორც რუსული მედია წერს, რეისის შესრულებისას პირველმა მფრინავმა გონება დაკარგა. ამის შესახებ დისპეტჩერებს მეორე პილოტმა შეატყობინა, რის შემდეგაც მას ავარიული დაშვება უბრძანეს. 

გავრცელებული ცნობით, ბორტზე 77 მგზავრი იმყოფებოდა. მოხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×