რეზონანსი
10.07.2019

 (რეზონანსი) სომხეთის ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარია მოხდა. ძაბვის ვარდნის გამო ერევნის თბოელექტროსადგური და რაზდანის თბოლექტროსადგურის მეხუთე ბლოკი გამოირთო. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

ავარიის გამო თითქმის მთელი ერევანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ფიჭური კავშირგაბმულობა და ინტერნეტიც ხარვეზით მუშაობს. შეჩერდა მეტროპოლიტენის მუშაობა, მოხდა გვირაბებში გაჭედილი მგზავრების ევაკუაცია. 

ქვეყნის მასშტაბით ზოგიერ რეგიონში ელექტროენერგიის უქონლობამ გაზისა და წყლის მიწოდების პრობლემები გააჩინა. 

ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოები 10 ივლისის საღამომდე დასრულდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×