რეზონანსი
10.07.2019

 (რეზონანსი) ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ტრაილერი გადაბრუნდა და მძღოლი გარდაიცვალა. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მაშველები და მოქალაქეები, დაზიანებული სატვირთო ავტომანქანიდან მის გამოყვანას ცდილობდნენ. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ, რის შემდეგაც ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×