რეზონანსი
10.07.2019

 ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ პარტნიორთა კრება დასრულდა. კრებას ყველა პარტნიორის წარმომადგენელი და არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ესწრებოდნენ. ტელეკომპანიის 9% წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა განაცხადა, რომ  კრებაზე დაყენებულ საკითხებზე შეთანხმება შედგა და ახლა მთავარია ეს შეთანხმება შესრულდეს.

„ჩვენ მიერ დასმული იყო საკითხი ფინანსური და იურიდიული დოკუმენტაციის გადმოცემის თაობაზე და ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ისინი მისცემენ ჩემს მიერ მოწვეულ სპეციალისტებს იურიდიულ და ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომას და ამასთან, თუ შეირჩევა აუდიტორული კომპანია დიდი ოთხეულიდან, აღნიშნული დოკუმენტაცია მათ გადაეცეთ შესასწავლად. მთავარია, ეს პირობები და შეთანხმება შესრულდეს. მას შემდეგ, რაც მოხდება აღნიშნული ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზი, უკვე დაკორექტირდება სასარჩელო მოთხოვნები იმის შესაბამისად, თუ რა ფინანსურ ზარალზე, ზიანზე იქნება საუბარი. თუ დღევანდელი  პოზიცია დარჩება დასკვნის თანახმადაცა, შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს დავა არბიტრაჟის მეშვეობით დავასრულოთ თუ სასამართლოს მეშვეობით“, - აღნიშნა ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×