რეზონანსი
11.07.2019

(რეზონანსი) მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავმჯდომარემ, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა რუსეთის პარლამენტის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტის კომისიის სხდომაზე განცხადება გააკეთა.

გავრილოვმა აღშფოთება გამოხატა „საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობით“ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო დელეგაციების წინააღმდეგ მოწყობილი პროვოკაციის დროს. მისივე თქმით, „საქართველო, როგორც სახელმწიფო, ალბათ უკვე აღარ არსებობს, ის არის სათამაშო გარედან მანიპულაციისთვის“.

რუსეთის დუმის დეპუტატი მიიჩნევს, რომ პროვოკატორების მთავარი მიზანი, რომლებიც იყენებდნენ ანტირუსულ ლოზუნგებს და ცდილობდნენ მართლმადიდებლური ღირებულებების დისკრედიტირებას, იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. „ისინი ცდილობდნენ დაესამარებინათ ქვეყნის ცივილიზებული განვითარება“, - აცხადებს გავრილოვი. ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×