(რეზონანსი) შინაგან მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინდელი ინტერვიუს მსვლელობისას ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას 6-ჯერ დაუძახა „ირმა". გრიგილიამ შს მინისტრის მისამართით პროტესტი გამოთქვა და აღნიშნა:
„უკვე დიდ ფურცელზე გამოვაკრავ, რომ ირმა არ დამიძახოთ " - რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ბოლო იყო და მისი სახელი აღარ შეეშლებოდა.
ინგა გრიგოლიამ გიორგი გახარიას პიარ-ტექნოლოგიის წესებიც შეახსენა, რომლის საფუძველზეც აუხსნა, რომ მინისტრი ან მის მდგომარეობიდან გამოყვანას ცდილობდა, ან - ნერვიულობდა.
ამის შემდეგ გახარიას გრიგოლიასთვის ირმა-თი აღარ მიუმართავს.
ინტერვიუს დასრულების შემდეგს ინგა გრიგოლიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა:
"დღეიდან ირმა დამიძახეთ. არაა პრობლემა", - დაწერა მან სოციალურ ქსელში.