"ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს საქართველოში არის პროპორციულ საარჩევნო სისტამზე გადასვლა, რადგან ექსტრემისტული ძალები ცდილობენ, რომ პროცესი ჩაიშალოს. 27 წელია აქვთ სასათბურე პირობები, ტელევიზიები მათია, ბიზნესმენები მათ აფინანსებენ, სახელმწიფო აპარატი მათთვის აყალებებს არჩევნებს. ახლა სრულ ისტერიკაში არიან, იციან, რომ არჩევნებს წააგებენ" - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა.
კახა კუკავა: 1991 წლიდან საქართველოში თავისუფალი არჩევნები არ ჩატარებულა, არც ხელისუფლება შეცვლილა და ერთი და იგივე კლანი მართავს ქვეყანას; ხან "მოქალაქეთა კავშირის", ხან "ნაცების" თუ "ევრონაცების" სახელით, რომლებსაც არასდროს მონაწილეობა არ მიუღიათ თავისუფალ არჩევნებში. 27 წელია სასათბურე პირობებეში არიან, ტელევიზიები მათია, ბიზნესმენები მათ აფინანსებენ, სახელმწიფო აპარატი მათთვის აყალბებს არჩევნებს. ახლა ისტერიკში არიან, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ პროცესი ჩაშალონ. მოახდინონ ვითარების ესკალაცია, ხან ოკუპაციას იძახიან, ხან გახარიას გადაგომას. გონებარეულები არიან, იციან, რომ მათი დრო წავიდა და 2020 წლის არჩევნებს, რომელიც პროპორციული სისტემით ჩატარდება, წააგებენ. მაქვს ინფორმაცია, რომ 18 ივლისს "რუსთავი 2"-ის ადმინისტრაცია შეიცვლება და მითი იმისა, რომ მაღალრეიტინგული პარტიები არიან, დასრულდება. ჩვენც ჩავეყენებინეთ ამ წლების მანძილზე თანაბარ პირობებში და ნახავდნენ, რამდენ ხანს შეინარჩუნებდნენ ან რეიტინგს ან ხელისუფლებას.
დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ამიტომ პროცესი უნდა დაჩქარდეს. "თავისუფალი საქართველო" აქტიურად არის ჩართული პროცესში და უახლოეს ხანებში გამოვაცხადებთ საარჩევნო კამპანიის გახსნას. ვუხმობთ ყველა ეროვნულ ძალებს, "თავისუფალი საქართველო" გახდება ეროვნული პოლიტიკური ძალების ცენტრი.
"რ": "ოცნებას" რა ინტერსი აქვს, რომ პროცესი ჩაიშალოს, ინიციატორი ხომ თავადაა?
კ.კ: არ ვიცი, რა მამძაღლობას მოიფიქრებს ხელისუფლება ან ეს ექსტრემისტული ძალები, რომ კონსტიტუციური რეფორმა არ განხორციელდეს და ცვლილებები არ მოხდეს. ვიცი, რომ ბევრი მტერია ჩასაფრებული. ხელისუფლება დღეს რამდენიმე რისკის ქვეშ არის, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ესკალაციას. მეორე პრობლემა კი წარმატებებისგან თავბურდახვევაა. ხედავთ, რომ რუსათველზე აქციები ნელ-ნელა ქრება. გახარიას გადაგომას საზოგადოების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა და ქუჩაში არ გამოვიდა, რისი იმედიც ამ ძალებს ჰქონდათ. ამიტომ გაყოყოჩება არ უნდა დაემართოს და ის, რაც შემოგვთავაზა 20 ივნისის შემდეგ და რაც ძალიან კარგია, ბოლომდე მიიყვანოს. თუ ჩათვალა, რომ რეფორმების კურსი აღარ უნდა გატარდეს, სექტემბერში ეს საპროტესტო ტალღა უფრო გაძლიერდება.
"რ": 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს ოპოზიცია სრულ უნდობლობას უცხადებს და გამოკითხვაზე პოლიტიკურ ლიდერთა დაბარებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.
კ.კ: ცოტა მეცინება, როცა ამბობენ გამოკითხვაზე დაიბარესო, ერთი გაქცეულია და დანარჩენების საცოდავი სახეების ყურებით დავიტანჯე. ტირიან და გოდებენ გამოკითხვაზე გვიბარებენო. მეც დამიბარონ და გამიკეთონ მელიასავთი, სამაჯური რა პრობელმაა. ჩვენ რომ რეპრესიებში ვიყავით მიშას დროს, გვცემდნენ, ციხეებში გვაგდებდნენ, ერთი ხმა თუ გაუგია ვინმეს. ამდენი ტირილი რა უბედურებაა, ამათ უნდათ რევოლუციის მოწყობა?
ვფიქრობ, რომ პროკურატურას გაუჭირდება მტკიცებულებების დადება, მაგრამ, როდესაც ჩვენ მოვალთ პარლამენტში, აუცილებლად ყველა საქმეს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას ეხება თავიდან გამოვიძიებთ. ვინც დამნაშავეა, ყველა დაისჯება, ისე კი არა გირაო გამოუწერონ, მართლაც მოუწევთ ციხეში ჩაჯდომა, რადგან არის უმძიმეს დანაშაული და საქართველოში ბოლოს და ბოლოს ეს უნდა დამთავრდეს. თუ საქმე სწორად არ იქნება გამოძიებული და ტყუილად იქნება სისხლის სამართლის საქმეები აღძრული, მათაც მოუწევთ ციხეში ჩაჯდომა, თანაც დიდი ხნით.