"არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეჯერებულ ვარინტზე შეთანხმდნენ, თუცმა "ოცნებას" აქვს იმის რესურსი, რომ ეს პროექტი დამოუკიდებლად გაიტანოს," - ასე ეხმაურება კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ექსპერტთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტმაზე გაადსვლის პროცესი შეიძლება ჩაიშალოს, რადგან ვერ მოხდეს შეთანხმება ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის.
ავთანდილ დემეტრაშვილი: ჯერ-ჯერობით მიდის სამუშაო პროცესი. პარლამენტში შეტანილია ორი პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ერთი "ოცნების" მიერ, ხოლო მეორე "გაერთიანებული ოპოზიციის". კანონის წესით, პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ორივე პროექტი. პირველი მოსმენა არის ფორმალური, უნდა მიიღონ დადგენილება, რომ შემოსულია პროექტები, და მერე ერთთვიან ვადაში მოხდება სახალხო განხილვა. მეორე მოსმენით ყველა მუხლი უნდა იყოს განხილული და აქ უნდა იქნას შეტანილი ცვლილებები. მესამე მოსმენა არის უკვე კენჭისყრა. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება შეთანხმება პროექტის ავტორებს შორის, შეიძლება მიიღონ შეჯერებული ვარიანტი.
ხელისუფლების მხრიდან ეს პროექტი შეიძლება ჩაიშალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარებმა მხარი არ დაუჭირეს, პარლამენტში 73 მაჟორიტარი დეპუტატია, აქედან ნახევარზე მეტმა მხარი რომ არ დაუჭიროს, პროექტი ჩავარდება. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას" პრეტენზიები აქვთ ნულოვან ბარიერთან დაკავშირებით, სააკაშვილი თავიდანვე იძახდა, რომ ეს რაღაც ხრიკია, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, საქართველოში არსებული ოპოზიციური პარტიები ცალსახად მხარს უჭერენ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. ისე, თუ "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს და არა ისევ შერეული სისტემით, მას აქვს რესურსი დამოუკიდებლადაც გაიტანოს ეს პროექტი, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ მაჟორიტარებიც მხარს უჭერენ, ყველა შემთხვევაში ცვლილებები უნდა შევიდეს წლის ბოლმდე, რადგან არჩევნების წელს უკვე ცვლილებებს ვერ შეიტან.
ვის რა შანსები აქვს მოხვდეს მომავალ პარლამენტში, ამ სიტუაციაში მსჯელობა ძნელია. პროპორციული სისტემა აძლევს შანს სხვა პარტიებსაც, თუმცა დღეის მოცემულობით სერიოზული მოთამაშეები არიან "ოცნება", "გაერთიანებული ოპოზიცია" და "ევროპული საქართველო". "გაერთიანული ოპოზიციიდან" "ნაციონალებს" ჰყავს თავისი მყარი ელექტორატი.
აქ არის ერთი საინეტრესო მომენტიც და ეს არის ხაზარაძის განცხადება, რომ ქმნის ახალ მოძრაობას. ამომრჩეველი, რომელიც არც "ოცნებას" და არც "ნაციონალებს" მხარს არ უჭერს და ეძებს მესამე სერიოზულ ძალას, ეს შეიძლება აღმოჩნდეს ხაზარაძე. ორი ფაქტორის გამო, რომ გააჩნია ფინანსები და არის პროდასავლერი ორიენტაციის. ამ ორი ფქტორის გათვალისწინებით შეიძლება მიიზიდოს ამომრჩეველი, მაგრამ ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება ხაზარაძის ახალი მოძრაობა. პარალმენტში მოხვედრის შანსი აქვს "პატრიოტთა ალიანსს", თუმცა იგი მაინც "ოცნების" სატელიტ პარტიად განიხილება, ამის გამო შეიძლება ხმები დაკარგოს და ეს ხმები წავიდეს მესამე ძალასთან," - განაცხადა "რეზონანსთან" ავთანდილ დემეტრაშვილმა.