წელს სინოპტიკოსები ცხელ ზაფხულს ვარაუდობდნენ, თუმცა ივლისში ტემპერატურამ დაიწია და ზოგიერთ რეგიონში აცივდა კიდეც. როგორი იქნება უახლოესი დღეების ტემპერატურა, როდიდან გამოიდარებს და როგორ ამინდებს არაუდობენ აგვისტოსში - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს, მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა საუბრობს:
„14 ივლისის ჩათვლით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. აღმოსავლეთ საქართველოში, +12+13 ივლისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია +25+27 გრადუსი, განაპირა რაიონებში +24+26 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში +28+30 გრადუსი, კახეთში +33+35, დედაქალაქში კი +31+33 გრადუსია ნავარაუდევი. 15 ივლისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს, ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში მიაღწევს +36+37 გრადუსს და დასავლეთ საქართველოში +33-დან +35 გრადუსამდე“, - აცხადებს სინოპტიკოსი.
მისი თქმით, ცხელი იქნება აგვისტოს თვე.
„ყოველთვის, ყველაზე ცხელ თვედ ივლისი ითვლებოდა. ყველაზე მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში იყო +38-დან +43 გრადუსამდეა დაფიქსირებული. ახლა, დაახლოებით +33+35 გრადუსია, სანაპირო რაიონები კი +31+33 გრადუსი. ეს სიცხე ყოველთვის ნარჩუნდება აგვისტოს პირველ ნახევრამდე. 15 აგვისტოს შემდეგ ტემპერატურა ვარდება და იწყება ნალექიანობა. ეს განპირობებულია ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი ჰაერის მასების მოქმედება“ - განმარტავს გვაზავა ამბობს, რომ ჯერ ტემპერატურას მაქსიმუმისთვის არ მიუღწევია.
„მაქსიმალური ტემტერატურა დაფიქსირებულია +38+43 გრადუსი და ჯერ ამ ტემპერატურისთვის არ მიუღწევია. წელს +36+37 გრადუსამდეა მოსალოდნელი მაქსიმალური ტემპერატურა“, - აცხადებს სინოპტიკოსი.
(მშობლები.ჯი)