რეზონანსი
13.07.2019

მძიმე დიაგნოზისგან განკურნებული ულამაზესი პატარა გოგონა, თუთა 11 ივლისს სამი წლის გახდა. შეგახსენებთ, რომ ოჯახმა საზოგადოების მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, გოგონას მკურნალობა საზღვარგარეთ შეძლო და ამჟამად თუთა თავს კარგად გრძნობს.

გოონას დედა, ანკა ბერიშვილი საზოგადოებას მიმართავს და დიდ მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. ასევე დასძენს, რომ სიკეთის კეთებით არასდროს უნდა დავიღალოთ…

„დღეს ის დღეა, შარშან რომ ვინატრე რომ ისევ შევხვედროდით ერთად… არც ერთი წამი არ მინდა უშენოდ, თუთა, ჩემო ტკბილო, ჩემო სულო, ჩემო ბედნიერება. არც ერთი ტკივილი, არც ერთი მოწყენილი სახე, არც ერთი ცრემლი დედა! რამდენ ადამიანს შეგაყვარათ თავი…. რამდენმა ადამიანმა მაჩუქა თავიდან თუთა. სიკვდილამდე მადლობელი ვიქნები და სიკვდილის მერეც! 3 წელი და სამივე მისტიკური წელი გავიარეთ სამივე უბედნიერესი ერთად ყოფნით… ყველაფერი მინდა, ოღონდ შენთან ერთად და არაფერი დედამიწაზე უშენოდ. მე ვერ ავხსნი სიტყვებით, ალბათ, რას გრძნობს ჩემი სხეული ყოველ დილას, როცა თუთას ხედავს და თუთას ხმა ესმის… ვერ აგიღწერთ, რას გრძნობს ჩემი სხეული და გონება, როცა ჩემს შვილს ვსუნთქავ, ყოველ ღამე და ყველა კოცნაზე მაჟრიალებს, თითქოს პირველად ვაკოცე და ყველა ამ კოცნისთვის, რაც მაქვს და მექნება, ყველაფრისთვის მადლობას გიხდით, მეგობრებო, რომ ასეთები ხართ! მინდა, უსასრულოდ გელაპარაკოთ.

არ დაიღალოთ სიკეთის კეთებით თუნდაც ამიტომ… არასდროს იმედი არ დაკარგოთ ცხოვრებაში არასდროს! და ყოველ წუთს გიყვარდეთ ერთმანეთი და ეფერეთ ძალიან ძალიან ბევრი!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×