რეზონანსი
13.07.2019

 ასტროლოგ მიხეილ ცაგარელი თავის ასტროლოგიურ პროგნოზში საზოგადოებას მორიგი გაფრთხილებით მიმართავს:

"მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია აურის დაბინძურების და თვალის აღების ალბათობა.

სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და მნიშვნელოვანი დოკუმენტების გასაფორმებლად, უცხოელებთან კონტაქტისა და საქმიანი კავშირების გასაფართოვებლად, მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, ვარჯიშისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა: გეომაგნიტური დღის უარყოფითი ენერგია ნეგატიურად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და მწვანილით, თევზით და რძის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, მოერიდეთ გარუჯვას და მზის აბაზანების მიღებას.

დღის ფერები და მინერალები: წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისფერი და ცისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, სერდოლიკი, იასპი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

პოზიტიური დღეა ვერძისთვის, მშვილდოსა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო, კირჩხიბი და ქალწული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×