(რეზონანსი) რუსული დელეგაცია გიგი წერეთლის წინააღმდეგ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის გამო, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ასამბლეის პრეზიდენტი რუსი დეპუტატების თავდასხმების სამიზნე გახდა. რუსული დელეგაცია ღიად მოითხოვს გიგი წერეთლის რუსეთში ჩასვლას.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი კი რუსი დეპუტატების პასუხად აცხადებს, რომ ის მოსკოვში ჩასვლას და განმარტებების გაკეთებას არ აპირებს.
"ბოლო დღეს შეეცადნენ, ბევრჯერ შეეწყვეტინებინათ ჩემთვის, რაზეც მე, ბუნებრივია, გავეცი პასუხი და შესაბამისად, როგორც სხდომის თავმჯდომარემ, გავაგრძელეთ და გვქონდა, პრაქტიკულად, მთელი დარბაზის, ყველა დელეგაციის მხარდაჭერა, როდესაც ვიღებდით ამ რეზოლუციას. უნდა გაიმართლონ თავი, როგორ მოხდა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო რეგულაციები მიიღეს, როგორ მოხდა, რომ მათ ჰქონდათ რაღაც რეზოლუცია შეტანილი, რომელიც ასევე არ იქნა გაზიარებული," - განაცხადა გიგი წერეთელმა.