რეზონანსი
13.07.2019

  (რეზონანსი) "ქართველები ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, სად არის დასავლეთი?" - გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის, წერილი "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა.

სამადაშვილი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და წერს რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მართვის სისტემას იმეორებს, მაგრამ ამის შედეგი რუსეთზე ასჯერ უფრო პატარა საქართველოში სახელმწიფოს მიტაცებას ჰგავს.

"თუ ივანიშვილი წარმატებას მიაღწევს დემოკრატიის განადგურებაში, ეს იქნება პუტინის გამარჯვება და საქართველოს ტრაგედია. უფრო მეტიც, ეს იქნება დანაკარგი რეგიონში ამერიკული და ევროპული ინტერესებისთვის. ქართველი ხალხი ისევ და ისევ ირჩევს დასავლეთს, ახლა დასავლეთმა უნდა აირჩიოს საქართველო. დროა, ივანიშვილს შეახსენონ, რომ დასავლეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება, მასთან ერთად ან მის გარეშე.

არსებობს ორი შესაძლო შედეგი: პუტინის არალიბერალიზმის მორიგი გამარჯვება ან შანსი, დაუმტკიცოს, რომ ის არასწორია." - წერია სალომე სამადაშვილის სტატიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×