რეზონანსი
13.07.2019

  (რეზონანსი) გუბაზ სანიკიძე სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა. იგი საგამოძიებო უწყების კითხვებს ერთ საათზე მეტი პასუხობდა. 

„აინტერესებდათ ჩემი ლოკაცია, მდგომარეობა, რას ვშვებოდი, სად ვიყავი. დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მკითხავდნენ, რა ინფორმაციაც მქონდა, ის მივაწოდე. დაკითხვა ძალიან მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარეობდა. დანაშაული ხელისუფლებამ ჩაიდინა, როცა გავრილოვი ზვიად გამსახურდიას სავარძელში ჩასვა და როცა მომიტინგეები დაუნდობლად დაარბია. დანაშაული არის ჩადენილი, ოღონდ ხელისუფლების მხრიდან. მაშინ ჩვენ, მომიტინგეებმა და ქართველმა ახალგაზრდობამ სახელმწიფო გადატრიალება თავიდან ავიცილეთ, რომელსაც ახორციელებდა ძვირფასი ბიძინა ივანიშვილი, სერგო ორჯონიკიძის ღირსეული გამგრძელებელი. გადავრჩით მესამე ოკუპაციას. საქმე უნდა აღიძრას გახარიას წინააღმდეგ და ალბათ, ბიძინა ივანიშვილის დანაშაულიც გამოიკვეთება. ადრე თუ გვიან. გამოძიება ამ ხელისუფლების პირობებში ამ კუთხით არ წავა, მაგრამ ამას შემდეგი ხელისუფლება აუცილებლად გამოძიებს. აბა, თავის თავს ხომ არ დაიჭერს ეს ხელისუფლება?“ - განაცხადა სანიკიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×